ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: რაც
გინახავს ვეღარ ნახავ
ჟანრი: კომედია
წელი: 1965
რეჟისორი: მიხეილ
ჭიაურელი
როლებში: სოფიკო
ჭიაურელი,გიორგი შენგელაია,აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, ვერიკო
ანჯაფარიძე, ვახტანგ ნინუა
ფილმის შინაარსი:
ხელოსან ბიჭს, გოგიას ბაზრობაზე სოფლიდან ჩამოსული გოგო, ტასია
შეუყვარდება, გულის ნადებს გაუმხელს და დანიშნავს... ტასიას სოფელში
მაყრიონის თანხლებით ჩასულ გოგიას პატარძალი აღარ დაუხვდება - თავადის
ქალის ბრძანებით, გოგო ბატონის სახლში შინამოსამსახურედ წაუყვანიათ...
ხანშიშესულ, უქნარა ბატონს ტასია მოეწონება და მასზე ჯვრისწერას
გადაწყვეტს, მაგრამ ბატონყმობა უკვე გადავარდნილია - ბატონი წანანდებურად
ვეღარ იპარპაშებს... გოგიას მეგობარი ყარაჩოღელები ბატონს პატარძალს
წაართმევენ და გოგიას დაუბრუნებენ.
მოკლე ინფორმაცია
გამოშვება: საქართველო,
სს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 1:17:59
