ოცნებათა თეატრში
მილანი შავი ფერის ფორმით გამოცხადდა და ალბათ ეს უკვე გლოვას ნიშნავდა,
თითქოსდა შეგვამზადა როსონერიმ რომ წლევანდელი ლიგა მილანისათვის არ არის.
რასკვირველია არ არის, ითამაშო შარშანდელი ლიგის გათამაშების ფინალისტთან
ადვილი არაა!
ამ წყვილის ბედი ერთი თვის წინ გადაწყდა, როცა მილანმა
საკუთარ სან სიროზე დათმო შეხვედრა. ის იმედის ნაპერწკალი კი რონიმ უკვე
მე-13 წუთზე ჩააქრო. რასაკვირველია ნესტას არ ყოფნაში რუნის გაჩერება
ბონერას ნაღდად არ შესწევს. რუნის კი პირადად ჩემგან წარმატებები, რადგან
ამ ფეხბურთელმა წელს უკვე 30 გოლზე მეტი გაიტანა და ეს ადვილი არ არის.
მილანმა
კი წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გამანადგურებელი შედეგით
დაასრულა. ლეონარდოს ისღა დარჩენია სერია ა-ში სეზონი ნორმალურად
ჩაამთავროს და შემდეგ თავისი ფეხით წავიდეს სანამ ბერლუსკონის თავისი
სიტყვები არ აუსრულებია და არ გაუგდია.
ცოტათი აღელვებული და
ანერვიულებული ვწერ ამ სტატიას თუმცა იმედია არ მიწყენთ. ასე ამაზრზენად
წელს მილანმა უკვე არაერთხელ ითამაშა და მილანისნაირ კლუბს ეს არ ეკადრება.
აშკარაა,
რომ კლუბს გაძლიერება სჭირდება და სჭირდება ისეთი ფეხბურთელები,რომლებიც
ითამაშებენ გუნდურ თამაშს და არა ისეთ ფეხბურთს, როდესაც ზოგ-ზოგიერთ
მილანის ფეხბურთელს სირბილი ეზარება.