ხულიო მედემი უკანასკნელი
ორი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნატიფი გემოვნების ესპანელი
რეჟისორია. ვინაიდან ქართულ საიტებზე არ მოიპოვება მისი ფილმები(გარდა
ერთისა) და ნაკლებად ცნობილია ფართო მაყურებლისთვის, გადავწყვიტე, დავდო
მისი ყველა ფილმი ნელ-ნელა.
პირველი იქნება 'Los Amantes del
Circulo Polar' - ისტორია ვნებიან და ფარულ სიყვარულზე, დანახული მისი
მთავარი გმირების, ანას და ოტოს თვალით, რომელიც 1980 წელს იწყება, როდესაც
მათი ცხოვრება გადაიკვეთება, რის შემდეგაც ისინი ერთ წრეს მიუყვებიან,
სანამ 17 წლის შემდეგ ის არ ჩაიკეტება ჩრდილოეთ ფინეთში. ამ ფილმში მედემმა
გვიჩვენა ცხოვრების ორი მოძღვრების ჰარმონია: იდელიზმის, რომელიც
ამტკიცებს ცნობიერის უპირატესობას მატერიაზე და მატერიალიზმის, რომელიც
საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს. ის გვიჩვენებს ორი ადამიანის სიყვარულს,
სრულყოფილ გრძნობას, ობიექტურ რეალობას. და გვიჩვენებს თუ როგორი
განსხვავებული
გზებით მივიდნენ ისინი ერთმანეთთან, როგორი
განსხვავებული მოსაზრებებით შეიყვარეს ერთმანეთი..
'კოსმოსში დაკარგული
ფილმი' - ეს გოდარის სიტყვებია.
ერთი რამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ
- ეს კინო სიყვარულზეა.. და უკვდავებაზე...
IMBD -
7.8/10გამოშვების წელი: 1998
ქვეყანა:
ესპანეთი
ჟანრი: მაგიური დრამა
ზომა:1.69 GB
ხანგრძლივობა:
01:44:02
ენა: რუსული (ერთხმიანი) + ორიგინალი(ესპანური)
რეჟისორი:
ხულიო მედემი
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 720x304
(2.37:1), 25 fps, XviD build 50 ~1348 kbps avg, 0.25 bit/pixel
აუდიო
1: 48 kHz, AC3 Dolby Digital, 3/2 (L,C,R,l,r) + LFE ch, ~448.00
kbps avg (რუს)
აუდიო 2: 48 kHz, AC3 Dolby Digital, 3/2
(L,C,R,l,r) + LFE ch, ~384.00 kbps avg (ესპ)